რუსთველის პროსპექტი

ის, შენობებში ჩამჯდარი თეთრად,

დიდი რუსთველის სახელს ატარებს,

მოდიან, მაგრამ მასთან შეხვედრა

ვერ გაუბედავთ ქუჩებს პატარებს. 



გაზაფხულის უვერტურა

ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი..



მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!



მოდით მოვკლათ

მოდით მოვკლათ ჩვენ სიყვარული
ჩვენ გავუწყრებით ამ გრძნობას ბებერს,
ამით ვაჯობებთ ყველა შემოქმედს,
ამით დავჩრდილავთ ჩვენ ყველა შედევრს!



მინდა ღამე მავნე

მინდა ღამე მავნე,
მინდა შენთან სადმე,
მინდა ცრემლი შენი,
ბევრი,
მინდა ემოცია შენი,
მინდა სათნო ღიმილი შენი,
ძველი,
მინდა სიყვარული შენი,
გული მინდა შენი,
მთელი
და მეც მინდა ვიყო შენი!



მინდა ვიპოვო

მე მძულს ომი და მძულს მშვიდობა,
მე მძულს ტყუილი და მძულს მართალი,
მინდა ვიპოვო მე იდეალი,
მინდა ვიპოვო რაიმე ახალი!



მთიდან გრილ სიოს

მთიდან გრილ სიოს ოცნებებში შენთან მოვყავარ,
შენ მაგონდები მე ჰარმონიის თეთრი მონა ვარ,
ალბათ აქ ღვთისაგან მივიწყებულს ლუციფერი დამეპატონა,
მე კვლავ ვიღიმი ქვეყნად სიყვარულს გაებატონა!



მე შენ და ღამე

რითმთა წყობაში მე მიწვევს ღამე,
მუზას მიფანტავს ფიქრები მავნე,
ლექსი ცეცხლია, მეც ცეცხლად ვიწვი,
რადგან ერთი ვართ მე შენ და ღამე!



მე სამჯერ ვცოდავ

ყოველი ღამით მე სამჯერ ვცოდავ,
იფიქროს მან ვინც უმანკო კვდება,
რადგან ჩემია ლტოლვა და ვნება,
ცოდვებთან ერთად იშვება შვება!



მე ვეტრფი წვიმას

გრძნობებს მიღვიძებს მივიწყებულს ეხლა მე წვიმა,
წვეთის დაცემა სიმფონიას ქმნის მე უკვე მცივა,
შენი თვალები ალერსით სავსე ძალიან მხიბლავს,
მასთან თვით მთვარის სონატაც კი ვერასდროს მივა,
შენი თვალები ალბათ ყოველთვის შეერწყმის წვიმას,
ორკესტრი უკრავს სოპრანო მღერის მე ვეტრფი წვიმას!